კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 14:31

კურორტ "თეთნულდის" განვითარებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 200 000 ლარი გამოიყო

ავტორი: თელარა გელანტია
კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" 2 200 000 ლარი გამოუყვეს. მთავრობის 2626-ე განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2015-2016 წლების ზამთრის სეზონის გახსნასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად არის საჭირო.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, გამოყოფილი თანხა საჭიროა იმისთვის, რომ უპრობლემოდ იფუნქციონიროს სვანეთში კორორტმა "თეთნულდმა", რომელიც სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გაიხსნება. მისი თქმით, აღნიშნული თანხით, უნდა შეიძინონ ერთი ცალი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება, ერთი ცალი „პიკაპი“, თითო ერთეული თოვლსაწმენდი და თოვლსატკეპნი მანქანები, ასევე "ჯალამბარი" და კომპანიის თანამშრომლებისთვის საჭირო სათხილამურო ეკიპირება და სპეც-ტანსაცმელი.
უკან დაბრუნება
293ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი