ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.12.2015 | 17:46

ლატვიის ეკონომიკის მინისტრი: ლატვიაში 102 ქართულ-ლატვიური კომპანია ფუნქციონირებს

კატეგორია: ბიზნესი
ლატვიაში 102 ქართულ-ლატვიური კომპანია ფუნქციონირებს და მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება - ეს განცხადება "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და ლატვიას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი 1 პროცენტით გაიზარდა.
 
როგორც დანა რეიზნიცე-ოზოლამ ბიზნესკონტაქტთან საუბარში განაცხადა ამ დრომდე საქართველოში მათი მხრიდან მასშტაბური და სპეციფიკური საინვესტიციო პროექტები არ განხორციელებულა თუმცა მისი ვიზიტის მიზანს სწორედ სამომავლო სავაჭრო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.

"მსოფლიო ბაზრების შევიწროების გამო ლატვიელი ბიზნესმენები ახალი ბაზრების ძიების პროცესში არიან. როგორც იცით რუსეთის ბაზარმა საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა, ასევე სხვა მსხვილი ქვეყნების ბაზრებმა. აქედან გამომდინარე ჩვენს ბიზნესმენებს გაუჩნდათ მოთხოვნა ახალი, მცირე ბაზრების ათვისების. ერთერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე სტრატეგიული სექტორი, რომითაც ლატვიელი ინვესტორები არიან საქართველოში დაინტერესებული არის ენერგო სექტორი და ზოგადად ენერგოეფექტურობის საკითხი. ლატვიაში, ისევე როგორც თქვენთან, ელექტროენერგიის ფასები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ლატვიელ ინვესტორებს ძალაუნებურად მოუწიათ ენერგოეფექტურობის საკითხებზე ფიქრი. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ რამდენიემე სექტორი, რომლითაც ლატვიელი ინვესტორები არიან დაინტერესებული საქართველოში, ესაა სააავტომობილო ბიზნესის დაწყება და გაფართოება, მათ ახალი და საინტერესო ინიციატივებით მიმართეს ბათუმის მუნიციპალიტეტს, ასევე განიხილება საქართველოსთვის ავტობუსების წარმოების პროექტი და საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრო ძრავზე გადაყვანის პროექტი. მე ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის რომ თქვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აწერთ ხელს და ეს ისევე როგორც თქვენთვის ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამით ფაქტობრივად ჩვენთვისაც ბევრი გზა იხსნება.

ამ ეტაპზე ლატვიაში 102 ქართულ-ლატვიური კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ვიმედოვნებ რომ ეს რიცხვი გაიზრდება. 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და ლატვიას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი 1 პროცენტით გაიზარდა", - განაცხადა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
235ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი