შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.12.2015 | 22:12

ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში, ძვირადღირებულ ნივთებზე გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

კატეგორია: ბიზნესი
კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და გეგმავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩერნოვიცკიმ საკუთარი გეგმების შესახებ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის სახელწოდება იქნება „ბედნიერი საქართველოსთვის“.
 
ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების გასაზრდელად საქართველოში გადასახადების სისტემა უნდა შეიცვალოს, - კერძოდ უნდა შემოვიდეს ე.წ. „მდიდრების გადასახადი“, რაც ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ნივთებზე გაზრდილ გადასახადს გულისხმობს. ჩერნოვეცკიმ მაგალითად ბინები და ავტომობილები მოიყვანა. მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, რაშიც ბიზნესმენმა სამინისტროების არსებული შენობებიც დაასახელა.

ლეონიდ ჩერნოვიცკის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ქვეყანა დღეს ძალისმიერი გზით ვერ მოაგვარებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, საქართველომ კარგად განვითარებული ეკონომიკით უნდა შეძლოს აფხაზებისა და ოსების ქვეყანაში დაბრუნება.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე საუბრისას, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის გარანტი არა სახელმწიფო, არამედ კანონი უნდა იყოს.
უკან დაბრუნება
751ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი