ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 16:32

ლევან ალაფიშვილი: საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას მთავრობის შიგნითვე ეწინააღმდგებიან

კატეგორია: ბიზნესი, კანონმდებლობა
„საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას მთავრობის შიგნითვე ეწინააღმდგებიან და კანონპროექტის მომხრედ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვეთება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას, ლევან ალაფიშვილი აკეთებს. მისი განმარტებით, ეს მთავრობის ინიციატივა არ ყოფილა.
 
„შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია. აღსანიშნავია, რომ ეს მთავრობის ინიციატივა არ იყო. ეს პარლამენტში შობილი იდეა იყო და ამით გარკვეული კავშირები შეიძლება დავინახოთ ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ამდაგვარი გადაწყვეტილებებით ბუნებრივია, რომ ზარალდება. თუ კი კონკრეტულად მის ინტერესს ავიღებთ, პასუხი მარტივია. კანონის მიღებიდან მეორე თუ მესამე დღეს ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელდა, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სწორედ საპოლიციო გამოსახლების გზით, დიღომში ერთ-ერთი შენობიდან ყოფილი მოიჯარე გამოასახლა. მათ ეს ამოქმედებამდე მოასწრეს და ასეთი მაგალითი არა ერთი იქნება. სახელმწიფო ისევე, როგორც კერძო მესაკუთრეები თანაბრად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულებებში შესახლებული დევნილების საკითხს, ეს პირდაპირ კავშირში ამ გადაწყვეტილებასთან არ არის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონება, რომლებშიც დევნილები ლეგიტიმური გზით არიან განთავსებულები, არის სპეციალური დევნილთა შესახებ კანონმდებლობა და ეს მათ არ შეეხება,’’ - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტის განცხადებით, პრეზიდენტს ვეტოსთვის ყველა საფუძველი გააჩნია, მისივე თქმით, ამ ინიციატივის მიმართ ბიზნესგაერთიანებების დამოკიდებულებაც საყურადღებოა და კანონის მიღების დროს, კანონმდებლებმა სამართლებრივი გზით "ცუდი" რამ ჩაწერეს მასში.

"პრეზიდენტის ვეტოსთვის ყველა საფუძველი არსებობს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის კონსტიტუციურ როლს სტაბილური განვითარების, საკუთრების უფლების დაცვის, საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, იმიტომ, რომ მესაკუთრეს ეფექტური საშუალება არ რჩება, რომ თავისი უფლებები დროულად აღადგინოს. ამ კანონპროექტის მიღების დროს ჩვენმა კანონმდებლებმა სამართლებრივად ძალიან ცუდი რამე ჩაწერეს, რომ ისინი მფლობელობის კონსტიტუციურ უფლებას იცავენ, მაგრამ მათ საერთიოდ დაივიწყეს, რომ მომდევნო მუხლში კონსტიტუციური საკუთრების უფლება არსებობს, რომლებსაც რანგში თუ შევადარეთ, უფრო ზემდგომია", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
უკან დაბრუნება
254ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი