ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.12.2015 | 17:18

ლიტვაში Vivus-ისა და SmsCredit-ის სწრაფი სესხები აიკრძალა

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ლიტვაში Vivus-ი და SmsCredit-ი სესხებს ვეღარ გასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო. ორივე კომპანია 4Finanace-ის ჯგუფს ეკუთვნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიებს კრედიტების გაცემა დარღვევების გამო აეკრძალათ.
 
„ჩვენ ყველაზე მკაცრ სანქციას მივმართეთ, მრავალმხრივ განმეორებითი დარღვევის გამო. აღნიშნული დარღვევები ძირს უთხრის ქვეყანაში ფინანსური სისტემების მიმართ ნდობას. ბაზრის მოთამაშის მხრიდან, ქვეყანაში არსებული კანონების დარღვევა მიუღებელია“, - განმარტეს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.

მიმდინარე წლის 9 თვეში 4Finance Holding-ს ქვეყნის მთლიანი სესხების უდიდესი წილი, - 37 პროცენტი ეკავა. ცენტრალური ბანკის ცნობით, არსებული კლიენტებისთვის არაფერი იცვლება და მათი ხელშეკრულებები ძალაში რჩება. ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა 4Finanace-ი ინფორმაციის გაუცემლობის გამო ზაფხულშიც დააჯარიმა, მაშინ კომპანიას ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწია. 
უკან დაბრუნება
5424ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი