ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.01.2016 | 11:14

მანათის დევალვაციის გამო, აზერბაიჯანული მობილური ოპერატორი Azercell-ი კადრებს ამცირებს

კატეგორია: მსოფლიო
აზერბაიჯანის ბაზარზე მოქმედმა მობილურმა ოპერატორმა Azercell –მა კადრების შემცირებაზე განაცხადა. გადაწყვეტილება თანამშრომლებს კომპანიის პრეზიდენეტმა ვაჰიდ მურსალიევმა წერილით აცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ კადრების შემცირების რთული გადაწყვეტილება დაკავშირებულია მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებასა და ხარჯების შემცირებასთან.
 
"ბაზარზე არსებული ვითარება მოქმედებს ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. ჩვენ იძულებულნი ვართ ბიზნესის ოპტიმიზაცია მოვახდინოთ. 2015 წლის ბოლოს მანათის მორიგმა დევალვაციამ გააუარესა ეკონომიკური ვითარება და გაზარდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე წნეხი, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება სამუშაო ადგილების 8%-ით შემცირებაზე", - ნათქვამია წერილში. კომპანია გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაციას პირდება. ვაჰიდ მურსალიევი აღნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი კომპანიას არ აქვს, მან უნდა განაგრძოს საქმიანობა, დარჩეს კონკურენტუნარი და ჰქონდეს შესაძლებლობა გააგრძელოს ბიზნესში ინვესტირება.
უკან დაბრუნება
190ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი