შაბ, 25 თებერვალი
შაბ, 25 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
09.01.2017 | 14:47

McDonald’s ჩინეთში ქსელის 80%-ს გაყიდის

კატეგორია: მსოფლიო
ამერიკულმა სწრაფი კვების ქსელმა McDonald's შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ჰონკონგში მისი ოპერაციული ბიზნესის 80%-ს Citic Group და Carlyle Group კომპანიების კონსორციუმს მიყიდის; აღნიშნულის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg წერს.

ინფორმაციის თანახმად, გარიგების ღირებულება დაახლოებით 2.08 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, McDonald's-ის ვალის ჩათვლით. წყარო ხაზს უსვამს, რომ ახლადჩამოყალიბებულ ერთობლივ კომპანიაში McDonald's 20%-ს შეინარჩუნებს. Citic Group-ის, როგორც სახელმწიფოს მხარდამჭერი კომპანიის წილი 58%-ს, ხოლო Carlyle Group-ის 28 %-ს შეანდგენს. თუმცა წყაროს ინფორმაციით, გარიგების პირობები შესაძლოა შეიცვალოს. შანხაიში McDonald's-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი კომენტარის გაკეთება ვერ შეძლეს.

McDonald's მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელია, რომელიც 36 000 რესტორანს ფლობს. კომპანიის მონაცემების თანახმად, იგი 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 69 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
უკან დაბრუნება
240ნახვა
McDonald’s ჩინეთში ქსელის 80%-ს გაყიდის
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი