ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 22:12

მცხეთაში მოყვანილი კაკალი ექსპორტზე დასავლეთ ევროპაში გავა

კატეგორია: ბიზნესი
მცხეთაში შესაძლოა კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს, კომპანია „გრანდე გრუპ ჯორჯიას“ საწარმოს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში საწარმოს ტერიტორიაზე კაკლის ბაღებიც გაშენდება. კომპანიის ხელმძღვანელი კოკა მორგოშია „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ მუხრანში კაკალი 30 ჰექტარზეა გაშენებული და მისი გაზრდა 170 ჰექტრამდეა დაგეგმილი.
 
„პროდუქცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე 1 მილიონია, თუმცა მისი გაზრდა 8-9 მილიონამდეა დაგეგმილი. იტალიური კომპანია, რომელიც ნერგებს გვაწოდებს, მის ექსპორტზე, დასავლეთ ევროპაში გატანაში დაგვეხმარება. პირველ პროდუქტს 4 წლის თავზე მივიღებთ. ტრენინგებს ვუტარებთ რამოდენიმე აგრონომს და გვსურს სანერგე მეურნეეობა ჩამოვაყალიბოთ, იმპორტირებული ნერგები საკმაოდ ძვირია და მისი ადგილობრივით ჩანაცვლება გვსურს“, - აცხადებს კოკა მორგოშია.
უკან დაბრუნება
1291ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი