კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 18:56

მეჭიაური ქადაგიძის ანგარიშზე: შესაძლოა თვითონაც ინტერესი დაკარგა, ერთ თვეში უკვე მიდის

კატეგორია: ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში ერთხელ სებ-ის მოთხოვნით, ერთხელ კი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. როგორც მეჭიაური განმარტავს, თუ გასული წლის ანგარიში 2016 წლისას მიება, ის შესაძლოა გიორგი ქადაგიძემ ვეღარ წარმოადგინოს, რადგან მას ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადა ეწურება.

„ჩვენ რაც იყო მოვისმინეთ კომიტეტზე, ჩვენი რეგლამენტის ფარგლებში არაფერი დაგვირღვევია. მოვისმინეთ, გადაწყვეტილებაც მივიღეთ და ჩავაბარეთ დროულად ბიუროს. როდესაც უნდა განხილულიყო, მათი თხოვნით - აღმასრულებელმა დირექტორმა თხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს და გადაიდო.

ამის შემდეგ, კიდევ ჩაჯდა დღის წესრიგში, მაგრამ ქვორუმი არ შედგა და ბოლოს რიგგარეშე სესიებში აღარ ჩასმულა. შეიძლება ეს იმის ბრალიც არის რომ ბოლოს თვითონ ინტერესი დაკარგა, ერთ თვეში უკვე მიდის და ალბათ უკვე ამ წლის ანგარიშთან ერთად წარმოადგენენ და ვინ წარმოადგენს ეგ უკვე უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა.
შეიძლება არც გაიმართოს და შეიძლება უკვე ამ წლის ანგარიშის მიებას, მოვიდა ამის დროც“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
უკან დაბრუნება
260ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი