ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.12.2015 | 11:51

მეცნიერულად და ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად განვითარებული 10 ქვეყანა

კატეგორია: მსოფლიო
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ტექნოლოგიურად და მეცნიერულად ყველაზე მეტად არიან განვითარებული. რეიტინგი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებში მიღებული ქულების და აღნიშნულ სფეროებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის შედგენილი. „ბიზნესინსაიდერის“ ინფორმაციით, რეიტინგში მეათე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა, - ქვეყნის სტუდენტების 25 პროცენტი საბუნებისმეტყველო ან საინჟინრო სფეროს ხარისხსს იღებს. მეცხრე ადგილი ავსტრიამ დაიკავა, სადაც აღნიშნულ სფეროში სტუდენტების 15 პროცენტი დოქტორანტურის კურსს გადის. მერვე ადგილზე მექსიკა მოხვდა. ქვეყანამ ბოლო წლებში სამეცნიერო და კვლევით დარგებში მომუშავე პირებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესა, თუმცა მიუხედავად ამისა 2002 წლიდან დღემდე, სფეროში მომუშავე პირების რაოდენობა მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა. მეშვიდე ადგილზე ესტონეთია, - აღსანიშნავია რომ ესტონეთში ყველაზე მეტი ქალი არის ჩართული კვლევით საქმიანობაში. 2012 წელს ტექნიკური და სამეცნიერო ხარისხის მფლობელი სტუდენტებიდან 41 პროცენტი ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთმა 2013 წელს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,8 პროცენტი დახარჯა მეცნიერების სტიმულირებისთვის, ქვეყანა რეიტინგში მაინც მეექვსე ადგილზე მოხვდა. ქვეყნის მაჩვენებელი 26 პროცენტიდან 28-მდე გაიზარდა. მეხუთე ადგილი რეიტინგში საფრანგეთმა დაიკავა. ხუთეულში მოხვდა ფინეთი, სადაც მეცნიერებაში ჩართული მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მესამე ადგილი რეიტიგში შვედეთმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი გერმანია მოხვდა. საუკეთესო მაჩვენებელი სამხრეთ კორეას აქვს, რომელსაც რეიტინგში პირველი ადგილი უკავია.
 
რეიტინგი ჯამში 40 ქვეყანას აერთიანებს, რეგიონის ქვეყნებიდან კი მასში რუსეთი და თურქეთი მოხვდნენ.
უკან დაბრუნება
408ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი