ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 11:18

მერიის ბიუჯეტით, ადრეული ძუძუს კიბოს მქონე პირების დაფინანსებისთვის, 3 მილიონია გამოყოფილი

კატეგორია: ეკონომიკა
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით.
როგორც მერიაში განმარტავენ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც:

3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 300 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს.

ასევე გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.
უკან დაბრუნება
178ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი