ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 19:04

მომავალ წელს ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება

კატეგორია: ეკონომიკა
მომავალ წელს ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სოფლის ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს და მოწესრიგდება ინფრასტუქტურა.
 
"ასურეთში არის გერმანული, უნიკალური არქიტექტურა. ეს არის სოფელი გერმანული არქიტექტურის მქონე სახლებით, იქ არის გერმანელთა საფლავები. გაისად ჩვენ დავიწყებთ სოფლის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ლუთერანულ ეკლესიას, ძველი იერსახე დაუბრუნდება გერმანელი არქიტექტორის მიერ აშენებულ სახლებს ასევე საფლავებს მოვაწესრიგებთ, გზას და განათებას, იმისთვის რომ ეს გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ–კულტურული ადგილი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს დაფინანსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გარდაბანის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს დაფინანსების შესახებ. ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 125–ე საწარმო იქნება. 350 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება ერთი წლის განმავლობაში,“–განმარტა პრემიერ–მინისტრმა.
უკან დაბრუნება
209ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი