ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 12:36

მსოფლიო ბანკი: საქართველო კარგი რეფორმატორია და ჩვენ ველით რომ ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს

ავტორი: ანა ცხოვრებოვა
კატეგორია: ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი, რომელმაც ეს თანამდებობა 1 ოქტომბრიდან დაიკავა და ჰენრი კერალი შეცვალა, საქართველოში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებლად მიიჩნევს რეფორმების გატარებას და განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებული მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 3%-ით გაიზრდება, 2017 წელს - 4.5%-ით, ხოლო 2018 წელს 5%-ით.

„საქართველო კარგი რეფორმატორია და ჩემი მოლოდინია, რომ რეფორმების განხორციელება გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას გააქტიურებს. ჩვენ ველით რომ ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ამისთვის მცდელობა უკვე სახეზეა, სხვადასხვა აქტივობების გავლენით, როგორიცაა ინვესტირება ტექნოლოგიებში, შრომის ბაზრის რეფორმირება, ინვესტორებისთვის ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გაზრდა, მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ღირს. სწორედ ეს იქნება ძირითადი ფაქტორები, რაც წარმართავს ეკონომიკურ ზრდას მომდევნო წლებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას გააგრძელებს, განახორციელებს კარგ რეფრმებს, განავითარებს კერძო სექტორს და ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, კრეატიული იდეები განახორციელონ, ეს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი იქნება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის რეფორმირება. იმისთვის რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი, მას უნდა ჰქონდეს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რისთვისაც გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება და ეს უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.
უკან დაბრუნება
190ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი