ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 12:37

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი საქართველოს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას ურჩევს

ავტორი: ანა ცხოვრებოვა
კატეგორია: ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი, საქართველოში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებლად მიიჩნევს რეფორმების გატარებას.
 
„საქართველო კარგი რეფორმატორია და ჩემი მოლოდინია, რომ რეფორმების განხორციელება გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას გააქტიურებს. ჩვენ ველით რომ ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ამისთვის მცდელობა უკვე სახეზეა, სხვადასხვა აქტივობების გავლენით, როგორიცაა ინვესტირება ტექნოლოგიებში, შრომის ბაზრის რეფორმირება, ინვესტორებისთვის ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გაზრდა, მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ღირს. სწორედ ეს იქნება ძირითადი ფაქტორები, რაც წარმართავს ეკონომიკურ ზრდას მომდევნო წლებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას გააგრძელებს, განახორციელებს კარგ რეფრმებს, განავითარებს კერძო სექტორს და ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, კრეატიული იდეები განახორციელონ, ეს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი იქნება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის რეფორმირება. იმისთვის რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი, მას უნდა ჰქონდეს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რისთვისაც გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება და ეს უნდა გაგრძელდეს.

მეორე, აუცილებელია ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი წვლილი უნდა შეჰქონდეთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და მესამე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და არტეფაქტები სათანადოდ უნდა იქნას პოზიციონირებული, რათა სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში და გაიგოს, თუ რა შესანიშნავია ის", - განაცხადა მერსი ტემბონმა "ბიზნესკონტაქტთან“" საუბრისას.
უკან დაბრუნება
246ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი