ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 14:49

მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები და მეცნიერები ქართულ ღვინოზე კვლევებს გამოაქვეყნებენ

კატეგორია: საზოგადოება
მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები და მეცნიერები ქართულ ღვინოს სწავლობენ. „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი", - ასე ეწოდება ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტს, რომელიც უკვე 2 წელია მიმდინარეობს და მიზნად ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ისახავს. პროექტში მსოფლიოში ცნობილი ათამდე უნივერსიტეტი და დამოუკიდებელი მეცნიერია ჩართული, მათ შორის არის პატრიკ მაკგოვერნი რომელიც ქართული ღვინის შესწავლას ნასას ლაბორატორიაში ახდენს. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ქართული ღვინის შესწავლას ახდენენ, პენსილვანიის, მილანის, საფრანგეთის, კოპენჰაგენის, ისრაელის და ტორონტოს უნივერსიტეტების მეცნერები.
 
„მეცნიერებს შორის არის პატრიკ მაკგოვერნი, ერთ-ერთი აღიარებული ღვინის სპეციალისტი მსოფლიოში, რომელიც ამერიკის პენსილვანიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი კვლევა მოიცავს ღვინის მჟავისა და მასთან ასოცირებული ნივთიერებების ნაშთების შესწავლას. მეცნიერი საკუთარ ლაბორატორიასთან ერთად, თანამშრომლობს ნასას ლაბორატორიასთანაც, სადაც ასევე ხდება ქართული ღვინის ნივთიერებების ნაშთების შესწავლა. ნასა დასკვნებს არ აკეთებს, უბრალოდ კვლევის შედეგებს წარმოადგენს. ის რომ საქართველო ღვინის სამშობლოა ამაზე ეჭვი არც ყოფილა“, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის სამმართველოს უფროსი, დავით მაღრაძე "ბიზნესკონტატქთან" საუბრისას.

კვლევების დასრულების შემდეგ, მათი გამოცემა და სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებაა დაგეგმილი. წლის ბოლომდე გაგრძელდება არქეოლოგიური კვლევების დახმარებაც.

"პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. კულტურა, რომლითაც ქართველი ერი სამართლიანად ამაყობს, გვსურს გამოვიყენოთ. პროექტის მიზანი იყო რომ დახმარებოდა ქართველ მეცნიერებს თანამედროვე კვლევების წაროებაში. მიმდინარეობს ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობა. პროექტს რამდენიმე მიმართულება აქვს, - ეს არის არქეოლოგია, ეთნოგრაფია, აგროკლიმატოლოგია, მოლეკულური გენეტიკა, პალეობოტანიკა, არქეობოტანიკა და ა.შ.", - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
უკან დაბრუნება
605ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი