ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 15:06

მთავრობა საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანებისა და დევნილებისთვის "მომავლის სოფლების" აშენებას გეგმავს

კატეგორია: ეკონომიკა
მთავრობა საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე მუშაობს, - აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვრისპირა რეგიონებში ე.წ. „მომავლის სოფლების“ აშენება იგეგმება, სადაც ცხოვრებას დევნილებსა და ვეტერანებს შესთავაზებენ.
 
"ვმუშაობთ საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. გვაქვს იდეა, რომელიც ისრაელის გამოცდილებიდან გვსურს გადმოვიღოთ, ეს არის ე.წ. „მოშავის“ იდეა, რაც გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონში „მომავლის სოფლის“ აშენებას. ამ იდეაზე ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია, რომ ვეტერანებსაც და დევნილებსაც შევთავაზოთ ამ რაიონებში დასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა“, - განაცხადა პრემიერმა.
უკან დაბრუნება
313ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი