შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.12.2015 | 13:52

ნატახტარი: ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებამ 15 მილიონი ლარი დაგვაკარგინა

კატეგორია: ბიზნესი
კომპანია ნატახტარი 15 მილიონიან დანაკარგზე საუბრობს. როგორც კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა ლუდის აქციზის მატების გამო, მათ წლიურად 15 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს. როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, დაგეგმილზე ნაკლები იყო საბიუჯეტო ფისკალური ეფექტიც და მან 20 მილიონის მაგივრად 2 მილიონი ლარი შეადგინა.
 
"2015 წელი პრობლემატური წელი იყო ჩვენთვის. იყო საკმაოდ ძლიერი გარე ფაქტორები, მაგრამ სამწუხაროდ შიდა არასწორი გადაწყვეტილების გამოც დაგვემართა პრობლემა. მოკლევადიანი ფისკალური ეფექტის გამო, იმ პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ და დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაგვაკარგინა და დაგვაბრუნა 2007 წელზე. ბიუჯეტმა მიიღო დაახლოებით 2 მილიონი ლარი, თუმცა ელოდებოდა 20 მილიონ ლარამდე ფისკალურ ეფექტს.

მიუხედავად არჩევნებისა ჩვენ ველოდებით საკმაოდ წყნარ წელს. წინა საარჩევნო წელს არ ხდება რადიკალური მოქმედებები, მითუმეტეს ბიზნესთან მიმართებაში. ეკონომიკური ზრდა 2016 წლისთვის თუ იქნება 3 პროცენტი ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, თუმცა ესეც პესიმისტურად არის დაგეგმილი", - განაცხადა ხუნძკიშვილმა.
უკან დაბრუნება
718ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი