შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 13:45

ნავთობის ფასი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა

კატეგორია: მსოფლიო
ნავთობის ფასი, ფსიქოლოგიურ ნიშნულს, 40 დოლარს უახლოვდება. ოპეკის გადაწყვეტილების შემდეგ, ნავთობის ფასი 2009 წლის ნიშნულამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ "ოპეკი" ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად, წარმოების მოცულობებს არ შეამცირებს.
 
ორშაბათს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 41 დოლარი შეადგინა. ფასი თითქმის 4 პროცენტით შემცირდა. ბოლოს მსგავს ნიშნულზე ფასი 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 42 დოლარი იყო. თუმცა როგორც ბლუმბერგის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 2009 წელს ნავთობის ფასმა აღმავალი ტრენდი საკმაოდ მალე აჩვენა, დღეს კი ექსპორტიორები ნავთობის მოპოვების ზრდას განაგრძობენ.
უკან დაბრუნება
191ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი