შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.11.2015 | 15:48

ნოდარ ებანოიძე აღიარებს, რომ მთავრობამ "მდიდრების გადასახადი" შემოიღო

კატეგორია: ბიზნესი
2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი - 10 ლარამდე იზრდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, რადგან მატება მხოლოდ ვისკზე, ჯინზე და რომზე მოხდა. ებანოიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ პროდუქციას სპეციფიკური მომხმარებელი ყავს. წამყვანის კითხვაზე, მოხდა თუ არა უფრო მეტად, მდიდრების დაბეგვრა, ემანოიძემ განაცხადა, - "არაპირდაპირ ეგრე გამოდის. ვერ მეტყვით რომ ადამიანი, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს სვავდეს მაღალხარისხიან ვისკს, ელემენტარულად ვერ შეძლებს ამას".

როგორც ებანოიძემ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, ვისკი, ჯინი და რომი ფართოდ მოხმარები პროდუქცია არ არის.

"აქციზის ზრდა ხდება ვისკზე, ჯინზე და რომზე, - არ მგონია ეს პროდუქცია იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და ისე ფართდ მოიხმარებოდეს, რომ ამით ვთქვათ, სხვა ეფექტი ჰქონდეს... ვფიქრობთ, რომ ალკოჰოლის მიმართულებით, ნაკლები კითხვები უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ვისკს, რომს და ჯინს შეეხო ეს მომატება.

ვისკის, ჯინის და რომის მომხმარებლები არიან სპეციფიკური მომხმარებლები, ის ისედაც არ ღირდა იაფი. ვისკის, განსაკუთრებით მაღალხარისხიანი ვისკის, მომხმარებლებისთვის ეს მატება არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აზიანებდეს", - განაცხადა ებანოიძემ. 
უკან დაბრუნება
275ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი