შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.01.2016 | 11:01

ნოდარ ჯავახიშვილი: მინდა ბოდიში მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს

კატეგორია: ბიზნესი
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია გზებზე არსებული ვითარებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.
 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოგვარებულია.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვიეს. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან; იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
უკან დაბრუნება
273ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი