ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
29.12.2015 | 20:30

ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 53 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

კატეგორია: საფინანსო სექტორი
1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1-უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა და 24.6 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით გაიზარდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.7 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.2 პროცენტი შეადგინა.  გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ნოემბრის თვის წმინდა მოგებამ 53.6 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.0 პროცენტი შეადგინა.
უკან დაბრუნება
257ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი