ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 12:11

ნოემბერში სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა და 4,219 მილიარდი დოლარი შეადგინა

კატეგორია: საფინანსო სექტორი
სახელმწიფო საგარეო ვალი, 4,219 მილიარდი დოლარია. ნოემბრის მონაცემებით, აქედან, მთავრობის საგარეო ვალმა 4,200 მილიარდი დოლარი, შეადგინა.
 
საქართველოს მრავალმხრივი კრედიტორების 2,992 მილიარდი დოლარი მართებს.

რაც შეეხებათ, საქართველოს კრედიტორებს, ქვეყანას მსოფლიო ბანკის, განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) 1,201,744 მართებს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის 621,066 მილიონი დოლარი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის 28,979 მილიონი დოლარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 109,774 მილიონი დოლარი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მილიონი 80,442 დოლარი, ევროგაერთიანების 10,593 მილიონი დოლარი, აზიის განვითარების ბანკის 531,957 მილიონი დოლარი, ევროპის საინვესტიციო ბანკის კი 213,222 მილიონი დოლარი.
 
ნოემბრის მონაცემებით, 17 ორმხრივი კრედიტორი ჰყავს. მათ შორის უმსხვილესი კრედიტორია გერმანიაა. საქართველოს უმსხვილესი კრედიტორები არიან იაპონია, ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი.

ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 19,210 მილიონი დოლარია.

უკან დაბრუნება
321ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი