ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 13:59

ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა

კატეგორია: ბიზნესი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 123 ერთეული შეადგინა.

ნოემბერი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 20.1%-ით, 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 12.5%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.4%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.0%-ით.

წინა თვესთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა: კლება და- ფიქსირდა როგორც პირველადი (13,3%-ით), ისე მეორადი (3.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (0.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8288, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 35 835 ერთეული შეადგინა.

ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.2%-ს მეორადი, ხოლო 18.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს.
უკან დაბრუნება
231ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი