შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.11.2015 | 16:42

ოთარ დანელია: კერძო სექტორის გარეშე მთავრობა ვერასდროს ვერაფერს გააკკეთებს

კატეგორია: ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის - ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის სამწლიანი ანგარიში და სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური გეგმა წარადგინა. როგორ აფასებს მინისტრი სამინისტროს სამ წლიან საქმიანობას და რა გეგმები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლისთვის, - ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან.

- რა უფრო მეტი იყო ამ წლების განმავლობაში მარცხი თუ მიღწევა, ეს უფრო მიღწევების სამი წელიწადია, თუ ბევრი პრობლემა რჩება, რომელიც გადაუწყვეტელია და იყო კონკრეტული მარცი სხვადასხვა მიმართულებით?

- ეს წარმატებული რეალობის სამი წელიწადი გახლავთ, რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს სირთულეები და გამოწვევები, რადგან ისინი ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. არც წარმატება არსებობს წარუმატებლობის გარეშე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დარგი რეაბილიტაციას გადის და ამას ცხადყოფს ის ციფრები, რომლებიც მე დღეს გავაჟღერე. ხაზს გავუსვამ დღევანდელ ფორმატს, არა მხოლოდ სამწლიანი ანგარიში მმართვლობის ფარგლებში, არამედ ეს იყო ასევე სამომავლო ხედვა, მათ შორის სოფლის მეურნების ეკონომიკური ხედვა. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი.

- რა არის ის ძირითადი თემები, რომლის გამოყოფაც გსურთ, როგორც პრიორიტეტი მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივებისა?

- მიღწევების ნაწილში ფუნდამენტალური ცვლილებებიდან დავიწყებ ინსტიტუციური ცვლილებებით პირველი სამეცნირო კვლევის ჩამოყალიბებით, გეს გახლავთ სახელმწიფოს მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაარსება, მისი რებრენდინგი და იმ რეგლამენტების პრაქტიკაში დანერგვა, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ასევე, ზოგადად სტრუქტურული ცვლლებები, რომლებიც განიხილება მელიორაციის კუთხით გაორმაგებული, გასამმაგებული რეგიონებში ხშირ შემთხვევაში, როგოც დამშრობითი, ისე წყალუზრუნველყოფითი სამუშაოები, ის ათვისებული ფართობები, რომელიც შეღავათიანი პირობებით ხდებოდა მცირემიწიანი ფერმერებისთვის გადაცემა, შეღავათიანი კრედიტები, 139 ახალი საწარმო და ძალიან მალე კიდევ უფრო მეტი გვექნება, მიმდინარეობს მონიტორინგი აქედან 20 მოლოდინშია და 3 მონიტორინგში. დაფინანსებისთვის განხილვაზეა წარდგენილი 20 ახალი საწარმოს პროექტი, მონიტორინგისას ვამოწმებთ, რომ ყველა კრიტერიუმი შესაბამისობაში იყოს იმისთვის, რომ ჩვენს ნუსხაში მოხვდეს.

- კოოპერატივებთან დაკავშრებით თქვენს მიერ წამოწყებულმა ინიციატივამ რამდენად გაამართლა და თვლით, თუ არა, რომ უკვე ამ თემის დიაგნოსტიკა შესაძლებელია, - რომ ის ამართლებს ან ვერ ამართლებს?

- კოოპერატივების თემამ, რა თქმა უნდა, გაამართლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვუყუროთ როგორ მუშაობს ეს კოოპერატივები. ეს ცოცხალი, ჯანსაღი პროცესი გახლავთ, რომელსაც მონიტორინგი ყოველთვის ჭირდება, ამიტომაც გავაკეთეთ გარკვეული ცვლილებები ახალ კანონში, რომელიც ჩვენ მივიღეთ სულ ერთი წლის წინ. ეს ცვლილებები მნიშვბნელოვანი იყო, რათა ჯანსაღი პროცესები განვითარდეს. მსოფლიოში არის კოოპერატივების წარმატებული და წარუმატებელი ისტორია და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებულების სიაში. 1200-ზე მეტი კოოპერატივია საქართველოში, რაც უკვე მისასამებელია. ბევრი სირთულე იყო თავიდან. აქ უნდა გამოვყოთ საქართველოში ყველზე დიდი თხილის კოოპერატივი, რომელში 500-ზე მეტი წევრია გაწევრიანებული. მინდა ხაზი გავუსვა აგროდაზღვევასაც. დაახლოებით 189 მილიონი ლარის აგრო რისკია დაზღვეული. ასევე, პარალელისთვის 2004 წლიდან 2014 წლამდე სულ ჯამში 2,5 მილიონი ლარის რისკი იყო დაზღვეული. ეს უკვე შედეგია.

- აგროდაზღვევაში ჩაერთვნენ თუ არა კომერციული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, არიან უფრო მოტივირებული აგროდაზღვევის მიმართ?

- ბუნებრივია, ესეც მუშა პროცესია. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია. სულ რამდენიმე კვირის წინ პირადად შევხვდი სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ იმ მოცემულობებზე, გამოწვევებზე, ნიუანსებზე, სამომავლო პროცესებზე, რა არის კიდევ გასაკეთებელი, პოლისები როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა გაუმჯობესდეს და ჩვენგან რა მოლოდინები აქვთ. არის მოტივაცია. ეს მათი დახმარებით მოხდა. სწორედ საბანკო სექტორის დახმარებით ხდება ის დაფინანსება, რომელსაც ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის, სუბსიდირების ნაწილში, უზრუნველყოფის ნაწილში ვაწარმოებთ. ბუნებრივია, კერძო სექტორის გარეშე მთავრობა ვერასდროს ვერაფერს გააკკეთებს.

- თქვენი მთავარი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქცია მაქსიმალურად და სრულად გახდეს ექსპორტზე ორიენტირებული. აქ სუაბარია არა მხოლოდ მოცულობზე, არამედ ხარისხზეც. კონკრეტულად რომელ მიმართულებებს გუსლისხმბთ?

- ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ნიშნულ პროდუქტზე ვაკეთებთ სერიოზული ყურადღების გამახვილებას. ვსაუბრობთ იგივე ბიო წარმოების მიმართულების გაძლიერებაზე. მოგეხსენებათ, გუშინ მთავრობაში დავამტკიცეთ 12 მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ხელშეწყობის პროგრამა, ვინაიდან ეკონომიკური აქტივობა იქ ყველაზე ნაკლები იყო მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ასევე, ჩაისა, მეფუტკრეობის და თხილის ხელშეწყობის პროგრამები. ასევე ლურჯი მოცვი, კივი ბევრი კულტურები გადის დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, რომელზეც სულ 5-10 წლის წინ წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. პოტენციალი ძალიან დიდია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს მიმზიდველია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა ქართველ კაცს შეიძლება ჰქონდეს, არამდ ეკონომიკურად არის ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი. კი არ ვფიქრობთ, ვადასტურებთ, რომ ეს ეკონომიკურად აუცილებლად გამართლებს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე კვლევები ჩატარდა და ყველაფერი ციფრებში გვაქვს წარმოდგენილ. დარგი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ეს მნიშვნელოვანია.

- ჩაის პლანტაციების აღდგენის პროექტი გამოაცხადა სახელმწიფომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რა ფორმით ერთვება სახელმწიფო ამ საკითხში?

- პირველ რიგში, იჯარის სახით გაიცემა მიწები იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწებია. რაც კერძო საკუთრებაშია ცალკე პირობებია და შესაბამისად, კიდევ მეტი შეღავათებია. გეთანხმებით, რომ ამბიციური პროექტია, მაგრამ ჩვენ სხვა ამბიციური პროექტები უკვე განვახორციელეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია მიდგომა, ერთსულოვნება და ვიყოთ ყველანი ერთი მხარე, როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესი, ფერმერი და განსაკუთრებით საბანკო სექტორი. რაც შეეხება რეაბილიტაციას, დაახლოებით იმ 7 000 ჰექტარიდან, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არის სახელმწიფო ბალანსზე, პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს 2000 ჰექტრის რეაბილიტაციას, რაც ჩვენ გაგვიზრდის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, მაგრამ ამავდროულად, ბიო-ჩაის წარმოების კუთხით ჩვენ შეიძლება ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გავხდეთ ექსპორტის თვალსაზრისით.



უკან დაბრუნება
202ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი