ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 15:15

პირველად 2009 წლის შემდეგ ამერიკაში, ბენზინის ფასი ლიტრზე 1$-ს ჩამოცდა

კატეგორია: მსოფლიო
ამერიკელი მძღოლებისთვის დღესასწაული დადგა: რეკორდულად დაბალი ფასის გამო ნედლ ნავთობზე, ბენზინის საშუალო ფასი აშშ-ში, ამ კვირაში, პირველად 2009 წლის შემდეგ, გალონ ბენზინზე $2-ზე ქვევით ჩამოვიდა. ევროპულ ერთეულზე გადაანგარიშებით ეს ლიტრზე $0.52 გამოდის. ასეთია ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) სტატისტიკა.

"შევამჩნიე, რომ 1 წლის წინათ დაახლოებით $50-ს ვიხდიდი მანქანის მთელი ავზის ასავსებად, ხოლო წელს - სადღაც $36-38-ს“, - ამბობს ფლორიდელი მძღოლი. ქვეყნისთვის, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ავტომობილიზაციით (800 მანქანა 1000 ადამიანზე) მსოფლიოში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. “წელს ოჯახების ეკონომია ბენზინზე $115 მლრდ იქნება, რაც $555-ია მართვის მოწმობის თითოეულ მფლობელზე“, -აცხადებს AAA-ს მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რობერტ სინკლერი.

ბენზინი ევროპაშიც გაიაფდა, თუმცა არა ასე მკვეთრად როგორც აშშ-ში, ვინაიდან ევროპაში უფრო მაღალი აქციზია და განსხვავდება კავშირში შემავალი ქვეყნების მიხედვით. 
უკან დაბრუნება
345ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი