შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.01.2016 | 16:09

პრემიერი ლარის კურსზე: არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია

კატეგორია: ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას, მეზობელი ქვეყნების ვალუტების დევალვაციას უკავშირებს. როგორც დღეს გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობას აქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება ეს ეფექტი შემცირდეს.
 
"ის რაც დღეს არის - დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე და შეუძლებელია რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე. თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები.

დღევანდელ დღეს რა დონის დევალვაციაც არის, ეს არის პირდაპირი ეფექტი ჩვენს მეზობლ ქვეყნებში მომხდარი დევალვაციისა. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე“, - განაცხადა პრემიერმა.
უკან დაბრუნება
188ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი