ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
04.01.2017 | 22:11

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: განათლების შესახებ კანონპროექტი მოიცავს დებულებებს, რომლებმაც შეიძლება, მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი

კატეგორია: განათლება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადმოცემული „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი. აღნიშნა, რომ აუცილებელია ეს დებულებები დაიხვეწოს ზოგადი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე და მათი დანერგვა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებების, მათ შორის განათლების საყოველთაოობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე. „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტში არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ეს შეხედულება, ეს წუხილი ჩვენ გავუზიარეთ განათლების მინისტრს და მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაკონკრეტების პროცესში, რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ამ დებულებების დაკონკრეტება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური ფასეულობების, განათლების საყოველთაოობის და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე,“- განახცადა ანა დოლიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტმა ეს კანოპროექტი მიიღო დაჩქარებული წესით სამი მოსმენით ოთხ დღეში. ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში კანონპროექტის მიღებამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას სიღრმისეულად შეესწავლა და ემსჯელა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.
უკან დაბრუნება
196ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი