შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.11.2015 | 11:19

ქართული ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით გაიზარდა

ავტორი: ბიზნესკონტაქტი
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოშიგამოკითხული 521 მცირედასაშუალოსაწარმოდან 28%–სარასდროსგაუგიაასოცირებისშეთანხებისდამისისავაჭროკომპონენტის, DCFTA–ისშესახებ. დანარჩენმა 72%–მაშეთანხმებისარსებობაიცის, თუმცაარიცის, კონკრეტულადრაგავლენაექნებამისბიზნესსაქმიანობაზეანრაშესაძლებლობებსგააჩენს. ესიმკვლევისშედეგებია, რომელიცევროკავშირისდაფინანსებითბრიტანულმაკომპანიამსაქართველოში, მოლდოვასადაუკრაინაშიჩაატარა. სადდაროგორუნდაიპოვოსბიზნესმაგზაევროპისკენდააპირებსთუარაევროკავშირისაინფორმაციოკამპანისგაძლიერებას? თემაზესასაუბროდ‘’ბიზნესკონტაქტის’’ სტუმარიაევროკავშირისელჩისაქართველოში, იანოშჰერმანი.
 
-თითქმის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ დღესაც კი ბევრს არ აქვს სრული ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. როგორ უყურებთ ამ ფაქტს, რომ საქართველოს ბიზნეს საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესახებ?
 
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი: მართალი ხართ, ერთი წელი გავიდა და ამ წელმა უკვე გარკვეული შედეგები მოიტანა, მაგრამ მართალია საჭიროა, რომ გავაგრძელოთ საზოგადოების ინფორმირება შეთანხმების შესახებ და წინსვლის შესახებ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ უპირველესი შედეგი არის ვაჭრობის სფეროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული ათი თვის, ანუ 2015 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ქართული ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით გაიზარდა. ამავდროულად ზოგადი დონე ექსპორტის საქართველოსი არ გაიზარდა, არის სხვადასხვა მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკური ოფისისმიხედვითდაახლოებით 20%-ით გაიზარდა თქვენი ექსპორტი. ამავდროულად საქართველოს მონაცემები იძლევა 2 %. ლბათ სხვაობა დაკავშირებულია დოლარის გაცვლით კურსთან. იმიტომ, რომ თქვენ ითვლით დოლარებში, ხოლო ევროკავშირი ითვლის ევროში.
 
-ხაზის გასმა მინდა, რომ სტატისტიკა იძლევა, რომ 9 თვის მანძილზე სულ 2 %-ით გაიზარდა ევროკავშირის მიმართულებით და თქვენ გაქვთ ასეთი ინფორმაცია მონაცემებზე?
 
იანოშ ჰერმანი: ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მონაცემებიც. ევროკავშირის მონაცემების მიხედვით არის 20%-იანი ზრდა.
 
-ეს ძალიან დიდი სხვაობაა.
 
იანოშ ჰერმანი: მაგრამ როგორც აღვნიშნე სხვაობა დამოკიდებულია, როგორ ვითვლით ევროში, თუ დოლარში. იყო მართლაც კურსის ვარდნა და ამასთან არის დაკავშირებული სხვაობა.
 
-რა არის DCFTA-ის უპირატესობები. რა არის მთავარი პრობლემა ამ საკითხის პოპულარიზაციის, საინფორმაციო კამპანიისკენ გამართვის მიმართულებით, რატომ არის, რომ პრაქტიკული თვალსაზრისის გამოყენებით ქართველი ბიზნესმენები არ არიან სრულად ინფორმირებული DCFTA-ის სიკეთეებზე?
 
იანოშ ჰერმანი: ჩემი გამოცდილებით, საქართველოს ბიზნესმენებმა კარგად იციან ის უპირატესობები, რასაც იძლევა DCFTA. ამაზე დავა არ არის. ასოცირების შეთანხმება უზარმაზარი დოკუმენტია. ის მოიცავს ათასზე მეტ გვერდს. მოლოდინია, რა თქმა უნდა, რომ გარკვეული წლები დაჭირდება მის სრულ განხორციელებას და ის სიკეთეები მოვა ეტაპობრივად. უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლებლობები იქნება აღიარებული უფრო და უფრო მეტი ქართველის მიერ, ეტაპობრივად მიხვდებიან ისინი ამ უპირატესობებს. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, საჭიროა განვავითაროთ საინფორმაციო კამპანია და ეს არის ის, რასაც თქვენ უნდა ახორციელებდეთ. ვფიქრობ, რომ როგორც კი გამოჩნდება პირველი ნიშნები ამ შესაძლებლობებისა, როგორც კი ეს აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაშინვე უკვე ახალი ეტაპი დაიწყება.
 
-როგორ შეაფასებდით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივას საქართველოში?
 
იანოშ ჰერმანი: მე მესმის, რომ ამ საკითხს აქვს ზეგავლენა ბიზნესზე. ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ხალხს ქონდეს შესაძლებლობა შეხვდნენ სხვა ადამიანებს, ბიზნესი შეხვდეს ბიზნესს და რა თქმა უნდა, სავიზო ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ამ კონტაქტებს და ერთმანეთს აძლიერებს. რაც შეეხება უშუალოდ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამჟამად ვართ ტექნიკური შეფასების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკომისია ახორციელებს შეფასებას საქართველოს მიერ  ძირითადი მაჩვენებლების დაკმაყოფილებას. ამ პროცესით მნიშვნელოვან ეტაპზე მივალთ, როცა ევროკომისია დეკემბერში გამოსცემს თავის შეფასების ანგარიშს და თუ ამ შეფასების ანგარიში და დასკვნები იქნება დადებითი, წინასწარ მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა იქნება, თუ დასკვნები დადებითი იქნება მომავალი წლიდან დაიწყება ახალი ეტაპი. ეს იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებები ევროკავშირის სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის, მაგრამ ასევე ევროპარლამენტის წევრებს შორის. თუ კი ეს მოლაპარაკებები სათანადოდ ჩაივლის, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. წინასწარ არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებებს ვაძლევთ საქართველოს ქმედებებს აქამდე. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამის მისაღწევად.
 
-ამ განტოლებიდან საქართველოს მხარემ რა უნდა გააკეთოს?
 
იანოშ ჰერმანი: ერთ კონკრეტულ პრობლემას ვერ განსაზღვრავ. მაისში ევროკომისიამ განსაზღვრა ოთხი სფერო, სადაც ძირითადად იყო საქმე გასაკეთებელი. ეს საქმე გაკეთდა და თქვენ ნახავთ, რომ ეს საქმე აისახება ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება  ევროკომისიის მიერ ცოტა მოგვიანებით. მთავარი იქნება ის პოლიტიკური დებატი, რომლის განმავლობაშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზოგადად განიხილავენ ამ საკითხს. არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად შეასრულა საქართველომ ნიშნულები და სამიზნე ამოცანები, არამედ ზოგადად ამ საკითხს. მე არ მოველი, რომ იქნება რამე განსაკუთრებული პრობლემა ამ ეტაპზე. ეს გახლავთ პროცესი, რომელსაც ჭირდება გარკვეული დრო. ევროკავშირი 28 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთობაა და თითოეული მოსახლეობა, რა თქმა უნდა პასუხს აგებს თავისი მოსახლეობის წინაშე. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია შედეგები ისევე ჩქარა დავდოთ, როგოც ეს ჩვენს პარტნიორებს სურთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ შედეგები იქნება ისეთი, რომელიც იქნება დაფუძნებული ობიექტურ რეალობაზე და ობიექტურ ანალიზზე.
 
-წინა კომენტარებთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თქვენ ორიოდე კვირის წინ ბრძანეთ, რომ სპეციალურ მონიტორინგს ახორციელებთ საქართველოს მედიაში მიმდინარე პროცესების, ეს კომენტარი გაკეთდა ‘’რუსთავი 2’’-თან დაკავშირებით,  ასევე ახსენეთ, რომ შეიძლება იყოს გარკვეული გაუგებრობები, რამე დამატებითი კომენტარები ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება მედია პლურალიზმს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებას, რას იტყოდით ამ კონკრეტულ საკითხზე?
 
იანოშ ჰურმანი: ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი, მედიის თავისუფლება არის საკვანძო ღირებულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი დაახლოებისა საქართველოსთან. ამ თვალსაზრისით ამას აქვს უშუალო გავლენა ასოცირების შეთანხმებაზე, პირდაპირ კავშირშია მასთან. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ბევრ მივაღწიეთ, ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ განვითარებულიყო სასამართლო სისტემა საქართველოში. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გრანტების, რომელიც დაიხარჯა სწორედ იუსტიციის რეფორმაზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს რეფორმა მოიტანს შედეგებს თანდათან. ამისთვის კი საჭიროა იყოს სრული პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის კონტექსტში და ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. რაც შეეხება ‘’რუსთავი 2’’-ის კონკრეტულ საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული საქმის კონტექსტზე, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ეს შემთხვევა, საქმე როგორც ვითარდება, მას აქვს სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური ზეგავლენა, უპირველეს ყოვლისა, იმაზე, თუ როგორი იქნება პატივისცემა მედია პლურალიზმის, მედიის თავისუფლების მიმართ და ზოგადად გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯზე. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს. გუშინ საღამოს, როცა ვიძინებდი ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო აღსრულებული დაუყონებლივ, რადგან იყო დრო დარჩენილი შემდგომი აპელაციისთვის. რეს გავიღვიძე და სხვადასხვა ანგარიშები წავიკითხე, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სიტუაცია მთლად ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეგონა. მომიწევს ვესაუბრო ყველა მნიშვნელოვან მოქმედ პირს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ და სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს. ჩვენ დავუკავშირდით ყველა ძირითად მოთამაშეს, რათა უკეთ გავერკვეთ რა ხდება. უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ მკაფიოდ ჩანდა, რომ ეს პროცესი მიდიოდა ისეთი გაგებით, რომ იქნება დრო აპელაციისთვის ‘’რუსთავი 2’’-ის მეპატრონეობის საკითხის განჩინებასთან დაკავშირებით. და ამის საშულება არ მოხდებოდა დაუყონებლივ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ საკითხის მონიტორინგს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას.
 
 
 
 
 
 
 
 
უკან დაბრუნება
169ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი