ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 19:49

ქართული ლაბორატორია თაფლის ევროპული სტანდარტით შემოწმებაზე დასკვნას პარასკევს მიიღებს

კატეგორია: ბიზნესი
ამერიკული სააკრედიტაციო ორგანო, ქართულ ლაბორატორიას ამოწმებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სააკრედიტაციო ვიზიტი პარასკევს დასრულდება. ლაბორატორიის დირექტორი, ლალი მაძღარაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საურბრისას აცხადებს რომ პარასკევს სააკრედიტაციო ორგანოს აუდიტორები ქართულ ლაბორატორიაზე საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ, რის შემდეგაც ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო გაფართოვდება. აკრედიტაციის გაფართოვების შემდეგ, ქართულ ლაბორატორიაში თაფლის ევროპული სტანდარტის შესაბამისად შემოწმება გახდება შესაძლებელი.
 
"2015 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და დაინერგა ბევრი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ავალდებულებდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, - მათ შორის თაფლთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება - მცენარეთა მავნებლობის დიაგნოსტიკა.

ვიზიტი პარასკევს დასრულდება, შემაჯამებელ შეხვედრაზე აუდიტორები გვეტყვიან გაფართოვდება თუ არა ჩვენი სფერო. შემდეგ გაიცემა ახალი სერთიფიკატი. ჩენთვის თაფლი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს სერთიფიკატი იქნება ქვეყნის გარეთ აღიარებული, მათ შორის ევროკავშირის მიერ“, - აცხადებს ლალი მაძღარაშვილი.
უკან დაბრუნება
593ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი