შაბ, 25 თებერვალი
შაბ, 25 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
10.01.2017 | 19:44

ქართული მხარე amazon-ის ლოგისტიკური ცენტრის გახსნაზე კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან აგრძელებს მოლაპარაკებებს

კატეგორია: ბიზნესი
ქართულმა მხარემ Amazon-თან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობა. ამერიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ციკოლიას განცხადებით, პირველი საუბრის შემდგომ Amazon-მა ქართულ მხარეს კომუნიკაცია კონკრეტული მიმართულებების წარმომადგენლობასთან შესთავაზა.

"დეკემბრის შემდგომი კომუნიკაცია ლოგისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით შედგა. ორი ბიზნეს მოდელი არსებობს. პირველი მოდელის მიხედვით კომპანია უშუალოდ ლოგისტიკურ ცენტრს დააფუძნებს და საკუთარ პროდუქციას გარკვეულ ბაზარს მიაწვდის, ხოლო მეორეც ანალოგიურად ლოგისტიკური ცენტრია, თუმცა სხვა ტიპის ბიზნეს მოდელით. აქ Amazon-ი, როგორც შუამავალი ისე მოქმედებს და მსხვილი კომპანიების წარმოებულ პროდუქციას აწვდის გარკვეულ ბაზრებს“, -აცხადებს ციკოლია და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ქართველი მწარმოებლებისთვის სხვადასხვა ბაზრებზე მოხვედრა ბევრად უფრო მარტივი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და ბევრი ისეთი საკითხიც იქნება, რომელზეც კითხვა დაისმევა. სამი ძირითადი პოზიტივი, რომელიც საქართველოს უკავშირდება არის ის, რომ ჩვენ უკვე გარკვეული პოზიცია გაგვაჩნია და საქართველოს, როგორც ქვეყანას იცნობენ, თან როგორც შემდგარ ქვეყანას, რომელშიც დემოკრატია ვითარდება. ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფის და ქვეყანა, რომელსაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკმაოდ ძლიერი პლატფორმა გააჩნია. ამავე დროს, ცნობილია ის, რომ საქართველოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიციონირება არის, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის. აბრეშუმის გზის პროექტი ზოგადად ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე კერძო სექტორის დონეზეც. ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს როლი და ამ როლის ზრდა საკმაოდ დადებითად იმოქმედებს ამერიკიდან ინვესტიციების ზრდის კუთხით.

ჩვენ რეფორმების გზას დღემდე ვაგრძელებთ და ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმატულ ქვეყნად ვითვლებით“, - განაცხადა ციკოლიამ.
უკან დაბრუნება
6217ნახვა
ქართული მხარე amazon-ის ლოგისტიკური ცენტრის გახსნაზე კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან აგრძელებს მოლაპარაკებებს
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი