შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 15:46

ქართული "ჯეოტრანსგაზი" "გაზპრომს" საიმედო და სტაბილურ პარტნიორს უწოდებს

კატეგორია: ექსკლუზივი
"ჯეოტრანსგაზი", რომელიც ბუნებრივი აირის შესყიდვას "გაზპრომისგან" ახორციელებს, მას საიმედო და სტაბილურ პარტნიორად მოიხსენიებს. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ბარნაბიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რისკი არ არსებობს და ის მთლიანად კერძო კომპანიას აქვს აღებული.
 
"გავაფორმეთ "გაზპრომ ექსპორტთან" ხელშეკრულება, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე "სოკარის" პირობები. ამაში ხელი შეგვიწყო, იმან რომ სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი აირის იმპორტი არის დერეგილირებული და ამაში სახელმწიფო არ ერევა. ამ კუთხით, გზა გახსნილია და არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ჩარეულა. კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ჩვენთვის მთავარი ფასის გარდა იყო სტაბილურობა და საიმედოობა.

აჟიოტაჟი რაზეც არის, ეს არის ორ სუბიექტს შორის ხელშეკრულება, ყველანაირი რისკი სახელმწიფოს მხრივ აცილებულია. ყველანაირი რისკი არის ჩვენს კომპანიაზე, ეს რისკები ყველა კომპანიას აქვს საქმიანობაში, მაგრამ საიმედო პარტნიორთან გვაქვს ურთირთობა. ომის პერიოდშიც ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მოეწოდებოდა საქართველოს", - აცხადებს ზურაბ ბარნაბიშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის დეფიციტის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ თუ დეფიციტი რეალურად არსებობს, მისი შევსება კერძო კომპანიების საშუალებით არის შესაძლებელი.

"რუსეთის ფედერაციიდან კერძო კომპანიები თუ შემოიტანენ თავიანთი მოხმარებისთვის ბუნებრივ აირს, ეს სეგმენტი მოაკლდება "სოკარს" და გამოუნთავისუფლდება რესურსი. შესაბამისად ბუნებრივი აირის დეფიციტი თუ არსებობს, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი, აღარ იქნებოდა ქვეყანაში ეს რისკები და გადავიდოდა კერძო კომპანიებზე და არა სახელმწიფოზე", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.
უკან დაბრუნება
278ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი