შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 13:30

ქრისტერ მიხელსონი: განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს იძლევა

კატეგორია: განათლება
"განათლებაში ჩადებული ინვესტიცია იძლევა ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს", - აღნიშნულის შესახებ, ფინეთის ელჩმა საქართველოში ქრისტერ მიხელსონმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა. ელჩი აცხადებს, რომ ფინეთის ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი სწორედ განათლება იყო.
 
"ჩვენმა ხელისუფლებამ წლების წინ დაისახა მიზნად რომ განათლება ყოლიფიყო პრიორიტეტული და შესაბამისად განათლების სექტორში მოღვაწე ადამიანებიც ძალიან დაფასებულები არიან. შემდეგ უკვე პრაქტიკამ აჩვენა რომ სწორედ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია იძლევა ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს.

მოგეხსენებათ რომ ფინეთი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით ძალიან მწირი ქვეყანაა, ერთადერთი ხელცასაჭიდი რესურსი რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია არის ტყე. განათლება იმიტომ ვახსენე რომ სწორედ განათლებამ და ცოდნამ განაპირობა ზემოთხსენებული რესურსის მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბება. რასაკვირველია ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასაც.

თქვენ გაქვთ ჰიდროელექტროსადგურები, უდიდესი პოტენციალი გაქვთ სოფლის მეურნებაში, რათქმაუნდა ქართული ღვინო და ტურიზმი რომელიც უდიდეს საშუალებას იძლევა თქვენი მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის. თქვენს სამრეწველო მიმართულებას სამწუხაროდ კარგად არ ვიცნობ რადგან ფინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა არც ისე მაღალია", - აცხადებს ელჩი.
უკან დაბრუნება
265ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი