ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 20:13

ქრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე წარსდგება

კატეგორია: მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, ქრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე წარდგება. მოსამართლე ლაგარდს ბიზნესმენ ბერნარდ ტაპიეს საქმეზე დაკითხავს, რომელიც 400 მილიონ დოლარზე მეტის მითვისებას ეხება. აღნიშნული საქმის გამოძიება საფრანგეთის პროკურატურამ სექტემბერში განაახლა.
 
ლაგარდის ადვოკატი სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის სასამართლოში დაბარებას გაუგებრობას უწოდებს. ადვოკატის თქმით, ის ლაგარდს რეკომენდაციით მიმართავს, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ბიზნესმენის საქმე ლაგარდის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში, - 1993 წელს, ბიზნესმენმა ბერნარდ ტაპიემ საფრანგეთის მთავრობას საქმე მოუგო, რის შედეგაც კომპენსაცია მიიღო. ტაპიე ამბობს, რომ აღნიშნული თანხა ადეკვატური არ იყო და ის დამატებით თანხებს ითხოვს.
უკან დაბრუნება
404ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი