შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.01.2016 | 14:05

"10 ლარით თუ იგივე შემიძლია ვიყიდო რაც 1-2 წლის წინ, ესეიგი ჩემთვის ლარი არ გაუფასურებულა"

კატეგორია: ეკონომიკა
„ეროვნულ ბანკს სწორი პოლიტიკა ჰქონდა“, - ასე უპასუხა ზურაბ ტყემალაძემ "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - ჰქონდა თუ არა ეროვნულ ბანკს სწორი პოლიტიკა ინფლაციური პროცესების მართვისას. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად გაუფასურებისა, რეგიონში ყველაზე სტაბილური ეროვნული ვალუტა მაინც ლარია. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ მასაც აქვს კრედიტი დოლარში აღებული, მაგრამ ეს ბიზნეს-რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
 
"მიუხედავად დევალვაციისა ლარი რეგიონში მაინც ყველაზე სტაბილური იყო. ლარის გაუფასურებას იწვევს არა გაცვლითი კურსი, არამედ ფასების ზრდა. 10 ლარით თუ შემიძლია იგივე ვიყიდო რასაც 1-2 წლის წინ ვყიდულობდი, ესეიგი ჩემთვის ლარი არ გაუფასურებულა. მეც მაქვს დოლარში კრედიტი აღებული, ეს ცუდი სწორედ იმისთვისაა ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, კრედიტი კი დოლარში. ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, და კრედიტიც ლარში აქვს, - მისთვის ნაკლებად პრობლემურია“, - განაცხადა ტყემალაძემ.
უკან დაბრუნება
608ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი