შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.12.2015 | 12:28

"ანტიდემპინგურ თემაზე კერ კიდევ, 90-იანი წლებიდან ვმსჯელობდით, ვჩხუბობდით და ვკამათობდით"

კატეგორია: ბიზნესი
მომავალი კვირიდან ანტიდემპინგური კანონპროექტი განსახილველად ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მისი განხილვა მთავრობის შიგნით უკვე მოხდა, კანონპროექტის ავტორი კი ეკონომიკის სამინისტროა.
 
"დემპინგი არის ხელოვნურად შემცირებული ფასი, რომელიც ცდილობს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საფუძველზე, მოიპოვოს ბაზარზე ადგილი. განმარტება თავისთავად მიუთითებს იმას, რომ დემპინგში რეალიზებული პროდუქცია კეთილი მიზნებით გამსჭვალული არ არის.

ფასები დემპინგის პერიოდში დროებით არის შემცირებული, - იმისთვის რომ ბაზარი მოიპოვოს, გააძევოს ბაზრიდან კეთილსინდისიერი კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შემდგომ, როცა უკვე იგი მონოპოლისტი გახდება, ფასს წარმატებულად გაზრდის. ასეთი მაგალითები 90-იანი წლებიდან მოდის და ჩვენ ჯერ კიდევ იმ დროიდან, ამ თემაზე ვმსჯელობდით, ვჩხუბობდით, ვკამათობდით.

2004 წლის პერიოდი მახსენდება, როდესაც საგადასახადო კოდექსი სამჯერ გახდა საჯარო განხილვის საგანი. საგადასახადო კოდექსი, რომელიც ვითომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მომზადებული ბუნებაში არ არსებობდა და ჩვენც ასე არ მოგვივიდეს.

ქრონოლოგიურად მოგახსენებთ რა მდგომარეობაშია ეს კანონი. პროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტრო გახლავთ, მათ განსახილველად გადმოგვიგზავნეს, განვიხილეთ და ჩვენ მზად ვართ ეს ინიცირება განვახორციელოთ ჩვენი კომიტეტის სახელით. სულ რაღაც ათი დღის წინ გვქონდა შეხვედრა, სადაც ბიზნესომბუდსმენის, ეკონომიკური საბჭოს, კონკურენციის სააგენტოს, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები გვყავდა მოწვეული. ესენი არიან ძირითადი მოთამაშეები, რომლებმაც ამ კანონის მოქმედება უნდა შეასრულონ. განვიხილეთ, პრეზენტაცია მოვაწყვეთ ამ კანონის და ამ ორგანიზაციებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ თავიანთი გარკვეული შენიშვნები და ამის შემდეგ უკვე მომავალი კვირიდან ვაპირებთ მოვიწვიოთ ბიზნესასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთგვარი საჯარო განხილვები დაიწყება", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში". 
უკან დაბრუნება
201ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი