შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.01.2016 | 11:24

"აქციზის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ანელებს და გვაღარიბებს, ასე დავრჩებით ღარიბები და მწეველები"

კატეგორია: საზოგადოება
თამბაქოზე გაზრდილ ფასს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება გიგა ბედინეიშვილი. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ გაზრდილი გადასახადი მწეველების რიცხვს ვერ შეამცირებს და ის ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება.
 
"თამბაქოს მოხმარების შემცირება უკავშირდება ბევრ ფაქტორს (სტატისტიკურად კორელაციაშია მათთან). მათ შორის ფასის ზრდას რომელსაც გადასახადის ზრდა იწვევს. მოწევა ძირითადად დამოკიდებულებაა, ამიტომ მოხმარება ფასის ზრდაზე შედარებით ნაკლებადაა მგრძნობიარე. უფრო ალბათურია მწეველი იაფ სიგარეტზე გადავიდეს, ვიდრე დაანებოს. 50% ით ფასის ზრდა 20%-ით მოხმარებას ამცირებსო WTO რომ ამბობს განზრახ ტყუილის გავრცელება მგონია - მაგათ ადრეც უქნიათ ეგ. ალბათ ამ კვლევაში კონტრაბანდული მოცულობები არაა გათვალისწინებული.

თუმცა ვიღაცამ შეიძლება მართლა დაანებოს თავი მოწევას ფასის გამო. ამის ხეირი უნდა შედარდეს უარყოფით შედეგებს: უფრო მაღალი გადასახადი, რომლითაც მთავრობა უფრო ძლიერდება (ხალხი სუსტდება), უფრო მეტი შესაძლო მავნებლობა მთავრობის მიერ. ამით გამოწვეული კონტრაბანდის საწინააღმდეგოდ მეტი საჭირო რესურსი (მეტი გადასახადი) ა.შ.

უფრო მნიშვნელოვანი კორელაცია მოწევას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, მოწევას და განათლებას შორისაა (რაც თავის მხრივ კეთილდღეობასთანაა კავშირში). უფრო მდიდარ საზოგადებაში უფრო ნაკლებს ეწევიან. თან ნაკლებს ეწევიან იმის მიუხედავად რომ ფარდობითად მდიდარ ქვეყნებში (თუნდაც უფრო ძვირი) სიგარეტის ფასი გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე ღარიბ ქვეყნებში.

აქედან დასკვნა რაც უფრო მალე გავმდიდრდებით მით უფრო მალე დავაფასებთ ჯანმრთელობას. აქციზის (ნებისმიერი გადასახადის) ზრდა კი ეკონომიკურ ზრდას ანელებს და მხოლოდ გვაღარიბებს. ასე დავრჩებით ღარიბები და მწეველები“, - წერს ბედინეიშვილი.
უკან დაბრუნება
235ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი