ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 18:20

"აწარმოე საქართველოში" კინო და სასტუმრო ინდუსტრიის დაფინანსებას წლის ბოლომდე დაიწყებს

კატეგორია: ბიზნესი
წლის ბოლომდე "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში სასტუმროს ქსელის განვითარებისა და კინოს გადაღების წახალისების პროგრამით სარგებლობა გახდება შესაძლებელი. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია აცხადებს, ამ დროის განმავლობაში "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 128 პროექტი, რაზეც 333 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება ახალი კომპონენტები, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება.
 
"განვიხილავთ საკითხებს, როგორიც არის კნოინდუსტრიის საკითხში კვალიფიციური ხარჯების 20 პროცენტის უკან დაბრუნება სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში ინვესტიციების წახალისებისთვის. რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიას, ვგეგმავთ იგივე ტიპის კომპონენტს, რაც არის "აწარმო საქართველოში" პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპზე განვიხილავთ დაახლოებით, 500 000 ლარიდან ზემოთ მოცულობით სესხებს. ასევე განიხილება ფრენჩაიზის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ფრენჩაიზის გადასახადის დაფარვას ჩვენი მხრიდან", - განუცხადა ანა კვარაცხელიამ "ბიზნესკონტაქტს".
უკან დაბრუნება
382ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი