შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.11.2015 | 14:52

"ბიზნესს სახელმწიფოსთან კონტაქტის პრობლემა არ აქვს, აქ მთავარია კონტაქტის ხარისხი"

ავტორი: ბიზნესკონტაქტი
კატეგორია: ეკონომიკა
კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, დღეს ბიზნესს სახელმწიფოსთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიზნესის აზრს. მისი განმატებით, ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს. მითუმეტეს, რომ ამაზე პირდაპირ ასოცირების ხელშეკრუებაშია მითითებული.
 
"ნებისმიერი ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესს ეხება, უნდა იყოს ბიზნესთან კონსულტაციების გზით მიღებული. მითუმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს, რომ ნებისმიერი ამ ტიპის გადაწყვეტილება ბიზნესთან პირდაპირი კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს. ბიზნესს უნდა მიეცეს გონივრული დრო, პერიოდი იმისათვის, რომ მიასადაგოს თავისი საქმიანობა უკვე ახალი, შეცვლილი რეალობის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროგნოზირებად ბიზნესგარემოს გამოიწვევს. ახლა მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს პროგნოზირებადი გარემო არ არის. ეს უფრო რეაქტიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე პროაქტიულად დაგეგმილი ნაბიჯები. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყოველთვის პროაქტიულად ვიქცეოდით, ვეუბნებოდით და მივუთითებდით ასოცირების ხელშეკრულებისკენ, თუმცა მეორე მხარე - სახელმწიფო უფრო პროაქტიული უნდა იყოს ამ კუთხით. არსებობს მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ კონტაქტზე ვართ. კონტაქტის პრობლემა არ გვაქვს არც ერთ ბიზნეს სფეროს, დარგს, თუ ინდუსტრიას. აქ საკითხი დგას თვითონ ამ კოტაქტის ხარისზე, თუ რამდენად ითვალისწინებენ ჩვენს აზრს," - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ხუნძაკიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის მინიმალური მარკა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს გერმანიაში, ჩეხეთში, საფრაგენში და სხვა ევროპულ ქვეყნებშია.

"ჩვენს შემთხვევაში რა ხდებოდა - თუ ასოცირების ხელშეკრულობა ითხოვდა ვთქვათ მინიმალურ აქციზურ მარკას, რომელიც სტანდარტულად იყო 8,5 დღეს საქართველოში უკვე 23 ევროა, ანუ გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე არის გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ეს არასწორად მოხდა. რაც შეეხება სხვა ინდუსტრიებს, იგივე სიგარეტის და ვთქვათ მაღალ ალკოჰოლური სასმელები, აქ ასოცირების ხელშეკრულება ერთმნიშვნელოვნად ითხოვს, რომ აქციზის განაკვეთი უნდა გაიზარდოს, თუმცა აქ გონივრული დროის პერიოდია მოცემული. ზოგ შემთხვევაში ხუთი წელი, შვიდი წელი და ა.შ. ხელისუფლება კი სამწუხაროდ ამ პერიოდს არ იყენებს. თავიდანვე უნდა ეთქვათ ბიზნესისთვის, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით აქციზის ეტაპობრივი ზრდა მოხდება," - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

"ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ლუდის ინდუსტრია გამორჩეული, უნიკალური შემთხვევაა და ისინი დღესვე ითხოვენ 2017 წლის სექტემბერში ასამოქმედებელი რეგულაციის ამოქმედებას.

"ლუდის ინდუსტრია უნიკალური შემთხვევაა. როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს 2017 წლის პირველ სექტემბრამდე ამოქმედდეს ე.წ. აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება, რაც შემდეგშია - თუ დღეს ვიხდით ლიტრაჟის მიხედვით, ამ რეგულაციის მიხედვით უნდა გადავიხადოთ ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით. ნებისმიერი ლუდი, რაც დღეს იწარმოება ერთი და იგივე გადასახადს ვიხდით, თუმცა იმ რეგულაციით, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, ჩვენ დღესვე ვითხოვთ მის ამოქმედებას. ერთი გრადუსი იქნება განსაზღვრული ალკოჰოლის შემცველობით გადასახადი. სტანდარტულ ლუდზე იქნება სულ სხვა გადასახადი, მაღალაკოჰოლურზე მეტი გადასახადი იქნება და ა.შ. ადმინისტრირება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ კონსულტაციები შემოსავლების სამსახურთან გავიარეთ. აქ არის კეთილი ნება. დღეს ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაციის პროცესში ვართ,"- განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
უკან დაბრუნება
317ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი