კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 17:42

"ჩინეთის განვითარების ბანკი" ახალ საფინანსო ინსტიტუტის აქციათა პაკეტში თანამონაწილეობას განიხილავს

კატეგორია: ეკონომიკა
დავით საგანელიძემ ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკს საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფცია გააცნო და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირებების პროცესში ჩართვა შესთავაზა.
 
"საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპის ასევე აზიისთვის“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდში", "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში“, "ჩინეთის განვითარების ბანკში". ჩინელი პარტნიორები მიესალმებიან საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის განზრახვას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფორმირების პროცესში.

""ჩინეთის განვითარების ბანკის" გენერალური დირექტორის განცხადებით, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში ბანკის დირექტორთა საბჭო ახალი საფინანსო ინსტიტუტის აქციათა პაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც განიხილავს", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში. 
უკან დაბრუნება
197ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი