ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.01.2016 | 00:59

"ჩვენ, სამწუხაროდ გარკვეულწილად ენერგეტიკულად რუსეთზე ვართ დამოკიდებული"

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენ, სამწუხაროდ გარკვეულწილად ენერგეტიკულად რუსეთზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსეთთან ენერგეტიკულ დარგში ურთიერთობები მეგობრულია. როგორც კალაძემ განმარტა, ეს ურთიერთობები მისმა წინამორბედებმა ააშენეს და ის მის დანგრევას არ აპირებს.
 
"ჩვენ, სამწუხაროდ გარკვეულწილად ენერგეტიკულად რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან ჩვენს რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე საუკეთესო ფასად გვაწვდიან ისინი ელექტროენერგიას. ეს ჩემს მიერ დაწყებული ურთიერთობები არ არის. ეს არის ჩემი წინამორბედების მიერ აშენებული ურთიერთობები. ენერგეტიკულ სექტორში მართლაც კარგი, გამართული, მეგობრული ურთიერთობაა და მე არ ვაპირებ ამ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები გარკვეული წლების გამავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან და იმ არსებული რეალობიდან რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.
უკან დაბრუნება
177ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი