ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
04.12.2015 | 10:32

"ჩვენ თუ ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენდით მოკლევადიან შოკებზე, ეკონომიკის მაღალ მერყეობას მივიღებდით"

კატეგორია: საფინანსო სექტორი
"ჩვენ თუ ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენდით მოკლევადიან შოკებზე, ეკონომიკის მაღალ მერყეობას მივიღებდით", - აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, 2011 წელსაც ითხოვდნენ, თუმცა როგორც მესტვირიშვილი ამბობს, ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მაშინ არსებულ დეფლაციას უფრო გააღრმავებდა. 

"ინფლაციის წარმოდგენილი პროგნოზი ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გარკვეულ ცვლილებებს. ჩვენ როდესაც ვიკრიბებით და გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, იმ დროს არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ თუ ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენდით მოკლევადიან შოკებზე, ეს ეკონომიკის მაღალ მერყეობას გამოიწვევდა, რაც რა თქმა უნდა არასასურველია.

ჩვენ მსგავსი კრიტიკა და პერიოდები 2011 წელსაც გვქონია, როდესაც ჩვენგან გაცილებით გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მოითხოვდნენ ზოგიერთი ექსპერტები, თუმცა, შემდეგ ამას მოჰყვა დეფლაციის პერიოდები და ჩვენ მაშინ, რომ ძალიან გაგვემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა დეფლაცია გაცილებით ღრმა იქნებოდა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 16 დეკემბერს არის ჩანიშნული. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 7,5 პროცენტია და ის 4 ნოემბერს 0,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 
უკან დაბრუნება
247ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი