კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.01.2016 | 00:40

"ექსპერტის მხრიდან, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში დეკანია, მოვისმინე რომ დივერსიფიკაცია ყოფილა ჩანაცვლება"

კატეგორია: ეკონომიკა
"საქართველო არის პრიორიტეტულ მდგომარეობაში", - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს პრიორიტეტულ მდგომარეობას ის განაპირობებს, რომ ქვეყანას ბუნებრივი აირის მიღება სამი წყაროდან შეუძლია, - "სოკარი“, "გაზპრომი“ და "შაჰ დენიზი“.
 
"მე ვისმენ ხშირად გაკეთებულ განცხადებებს და ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში დეკანია, მოვისმინე განცხადება, რომ თურმე დივერსიფიკაცია ყოფილა ჩანაცვლება. ეს რაღაც სიახლეა ჩემთვის. პირველად მესმის ასეთი რამე. დივერსიფიკაცია არ ნიშნავს ჩანაცვლებას. ნებისმიერი ქვეყანა ზრუნავს, რომ ენერგომომწოდებელ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. საქართველო არის პრიორიტეტულ მდგომარეობაში, ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივი აირი მივიღოთ შაჰ-დენიზიდა, „სოკარიდან“ და გვაქვს შესაძლებლობა დავაკმაყოფილოთ ბაზარზე არსებული დეფიციტი "გაზპრომისგან““, - განაცხადა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
342ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი