ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
12.12.2016 | 15:33

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტს ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება

კატეგორია: საფინანსო სექტორი, კანონმდებლობა
საპარლამენტო უმრავლესობა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ აღნიშნული პროექტი მზად არის. მისი განმარტებით, ინიციატივა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წამოვიდა.

"ეს ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მოდის, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონტიტუციასთან ანუ კანონი ადგენს პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა ხარვეზის გასწორება. ამ მიზნით შემუშავდა კანონპროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

IPN.ge
უკან დაბრუნება
162ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი