შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.11.2015 | 14:18

"ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება"

კატეგორია: ბიზნესი
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადბით, თამბაქოზე აქციზის ზრდასთან დაკავშრებით, დარგის წარმომადგენლებთან სამინისტრომ შეხვედრა სამჯერ გამართა. როგორც ლაშა ხუციშვილმა, "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, თამბაქოზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიების მხრიდან ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა.
 
"საკმაოდ ბევრი არა ზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ბოლო პერიოდში, რომლებსაც კომპანიები აქციზის ზრდაზე, განსაკუთრებით თამბაქოსთან მიმართებაში აპროტესტებენ. მინდა ავღნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ამის სხვანაირად წარმოჩენას ცდილობენ.

მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის მხოლოდ კომუნიკაცია კომუნიკაციისთვის, - მხოლოდ თამბაქოსთან მიმართებაში სამი შეხვედრა გაიმართა კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე იყო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, ჩვენ მივიღეთ ყველა ინფორმაცია რაც იყო საჭირო რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო ამ პროცესში. მათ წლის დასაწყისშივე იცოდნენ, რომ აქციზის გაზრდა იგეგმებდოდა, ეს ასოცირების ხელშეკრულებითან არის გათვალისწინებული", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "JTI კავკასიას" წარმომადგენელმა ივა ხასიამ, გადაცემა "ბიზნესკონტატქში" განაცხადა, რომ აქციზის მორიგი მატების შესახებ, მათ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხასია განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა არა გადასახადის მატება, არამედ ბიზნესთან კომუნიკაციის ფორმატია. "მრავალჯერ გაჟღერდა დაპირება, რომ ბიზნესი იქნებოდა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ფაქტის წინაშე გვაყენებენ. დროც აღარ რჩება, რომ ბიზნესმა მოახერხოს გადაწყობა და დაგეგმვა შესაბამისად", - განაცხადა ივა ხასიამ.
უკან დაბრუნება
202ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი