სამშ, 21 თებერვალი
სამშ, 21 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 15:30

"გაზის პროპორციულ განაწილებაზე და ტარიფების საკითხზე ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს"

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენ გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ვზრდით შაჰ-დენიზ 1-ის ფარგლებში", - აღნიშნულის შესახებ "სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა, მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზამთრის პერიოდში გაზის მოწოდების ტექნიკურ საკითხებს. მამედოვმა ტარიფების ზრდის საკითხზე კომენტაის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
 
"ჩვენ ზამთრის პერიოდში გაზის მოწოდების ტექნიკური საკითხები განვიხილეთ. ცხადია ამ პერიოდში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება. აუცილებელია პროპორციული განაწილება ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში. შევთანხმდით რომ ამ საკითხზე ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს. ჩვენ გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ვზრდით შაჰ-დენიზ 1-ის ფარგლებში. გარდა ამისა საუბარი შეეხო ქართული მხარის ინიციატივას გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ამ პროექტში საქართველოსთან შეთანხმებით ჩვენც ჩავერთვებით.

ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდის საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, - ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს", - განაცხადა მამედოვმა.
უკან დაბრუნება
303ნახვა
"გაზის პროპორციულ განაწილებაზე და ტარიფების საკითხზე ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს"
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი