ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 15:46

"გაზსაცავის მშენებლობის პროექტში საქართველოსთან შეთანხმებით, "სოკარიც" ჩაერთვება"

კატეგორია: ეკონომიკა
"სოკარი" საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის პროექტში ჩაერთვება. მთავრობის კანცელარიაში "სოკარის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს მოხმარების დისბალანსის აღმოფხვრაში დაეხმარება.
 
"საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ 2016 წელს დავიწყოთ, სოკარსაც აქვს სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელება იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარებასთან დაკავშირებით. "სოკარის“ ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ისეთი პროექტი რომელიც მოგვცემს საშუალებას ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების“, - განაცხადა კალაძემ.

"სოკარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, მაჰირ მამედოვის განცხადებით, აზერბაიჯანი ამ ინიციატივას მხარს უჭერს და პროექტში "სოკარიც“ ჩაერთვება.

"საუბარი შეეხო ქართული მხარის ინიციატივას გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ამ პროექტში საქართველოსთან შეთანხმებით ჩვენც ჩავერთვებით“, - განაცხადა მამედოვმა.
უკან დაბრუნება
235ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი