შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.01.2016 | 15:37

"გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა, საუბარია გატარების თანხობრივ ანაზღაურებაზე"

კატეგორია: ეკონომიკა
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა სრულად მოახდინოს სომხეთის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილება ირანული გაზის მეშვეობით, რაც მინისტრის თქმით საქართველოსთვის ცუდი იქნება. როგორც დღეს კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით ნაწილობრივ რუსეთზეა დამოკიდებული, რისი მიზეზიც დაბალი ფასია.
 
"კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული, ყველა კომპანიას აქვს შესაძლებლობა წავიდეს პირდაპირ დაელაპარაკოს, ეს იქნება სოკარი, გაზპრომი. შესაბამისად შეუძლია სადაც უკეთეს ფასს მიიღებს იქიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი, აქ სახელმწიფო არ ერევა.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, - არ ვიცი ამას გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა დავარქვათ, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. ქართულ მხარეს აქვს სურვილი მიიღოს იგივე შედეგი რასაც ვიღებდით ნედლეულის შემთხვევაში და გვქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი რამდენზეც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე. ამაზე არ უნდა ვიყოთ შეზღუდული.

მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან, დღესაც აწვდის, მაგრამ არა იმ მოცულობით რაც სჭირდება. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა სრულად დააკმაყოფილონ, სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით, ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ გარკვეულწილად ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ვართ დამოკიდებული რუსეთზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე საუკეთესო ფასი არის დადებული ელექტროენერგიაზე.

ჩვენ ვართ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან ვიწყებთ გაზსაცავის მშენებლობას და 2018-2019 წლებში, თუ რაიმე ცუდი არ მოხდა, ვართ დარწმუნებულები რომ შაჰ-დენიზის მეორე ფაზა შევა ექსპლატაციაში და გვექნება დამატებითი მოცულობების მიღებს შესაძებლობა", - განაცხადა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
251ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი