ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.01.2016 | 15:50

"ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის"

კატეგორია: ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გაუფასურებას უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ლარის კურსზე გავლენას არც საგადამხდელო ბალანსი ახდენს, შესაბამისად სებ-ის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ლარის სტაბილიზაციას ელოდება. რაც შეეხება ინფლაციას, ქადაგიძის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, თუმცა სამომხმარებლო კალათაში არსებულ ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია.
 
"ინფლაცია არის ჯამური სამომხმარებლო კალათის მაჩვენებელი. ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე, საქართვეოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის . სამომხმარებლო კალათაში ზოგიერთ საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს განსაკუთრებით ურტყავს და ყველაზე მეტად მტკივნეული არის სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის რომ, ვინაიდან მეტი თანხა იხარჯება სესხების მომსახურებაში, ადამიანების რეალურად განკარგვადი შემოსავალი მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე გამოწვევები არის საკმაოდ დიდი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
უკან დაბრუნება
184ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი