შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.11.2015 | 11:19

"ჯანდაცვის შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაში იქნება მიმართული"

კატეგორია: განათლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული და გაიზრდება ხარჯები ამ მიმართულებით.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაში იქნება მიმართული.

"ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 55 %-ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი. განსაკუთრებით მინდა შევეხო მასწავლებლების ხელფასის საკითხს. 2015 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზარდა 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები," – განაცხადა პრემიერმა.
უკან დაბრუნება
239ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი