ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.01.2016 | 10:54

"ჯორჯიან მანგანეზი": გასულ წელს რეკულტივაციის შედეგად 6500 ძირი ხე დავრგეთ

კატეგორია: ბიზნესი
„ჯორჯიან მანგანეზი“ „ბიზნესკონტაქტთან“ გასულ წელს აჯამებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გასულ წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და დამონტაჟდა ახალი ტიპის მტვერდამცავი ფილტრები ყველა მოქმედ ღუმელზე, რამაც როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გაზარდა წარმადობა და შეამცირა გარემოზე მავნე ზემოქმედება. „ქალაქ ზესტაფონში ოთხ სხვადასხვა კუთხეში დავამონტაჟეთ ჰაერის დაბინძურების მონიტორები რაც გაერთიანდა ერთიან ლაბორატორიულ ქსელში, რომლის მონაცემებსაც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ონლაინ რეჟიმში კონტოლს უწევს საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. მონაცემები პოზიტიურია და იმედს ვიტოვებთ რომ ქალაქის მუნიციპალიტეტიც იზრუნებს მონაცემების გაუმჯობესებაზე.
 
ფეროშენადნობების პროდუქციის დაქუცმაცების ახალი ლენტური ხაზის გახსნამ და ციფრული სასწორების დამონტაჟებამ საშუალება მოგვცა მაქსიმალურად მოვრგებოდით ფოლადის მწარმოებელთა მოთხოვნებს საერთაშორისო ბაზარზე და გაგვეზარდა აღრიცხვიანობის სიზუსტე.

სამმილიონიანი ინვესტიციით ახალი ელექტრო-ქვესადგურის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ზესტაფონის ქარხნისთვის.

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად განხორციელდა ახალი მძიმე ტექნიკის შეძენა, გამოიცვალა სამუშაო ინსტრუმენტები, რის შედეგადაც მინიმუმამდე დავიყვანეთ მაღაროელთა ხელით შრომის პროცესი.

გარემოზე ზრუნვის პროგრამით აღვადგინეთ 8,5 ჰექტრამდე ღია კარიერული მოპოვების ადგილები. რეკულტივაციის შედეგად 6500 ძირი ხე დავრგეთ და კიდევ 4000 ძირით შევავსეთ წინა წელს რეკულტივირებული ტერიტორიები“, - განმარტავენ "ჯორჯიან მანგანეზში“.
უკან დაბრუნება
212ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი